saqarTvelos mdinareebi - ninosxevi

ტერიტორიული ერთეულები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სათავე კახეთის კავკასიონი 41°56`24` ჩ. გ. 46°16`37` ა. გ.
შესართავი შრომისხევი 41°44`26` ჩ. გ. 46°11`02` ა. გ.
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 195 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 5.1 მ³/წმ

 

სინონიმი: ჭართლისხევი.

მდინარე საქართველოში. გაედინება აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდინარე შრომისხევის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 195 კმ². სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2375 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,1 მ³/წმ. მდინარეზე არის ჩანჩქერი.